ინტერნეტ-ზარების შესახებ
შეგიძლიათ ინტერნეტით დარეკოთ და მიიღოთ ზარები (ქსელის მომსახურება).
ინტერნეტ-ზარის სერვისები შეიძლება ითვალისწინებდეს ზარებს
კომპიუტერებს შორის, მობილურ მოწყობილობებს შორის და VoIP
მოწყობილობასა და ტრადიციულ ტელეფონს შორის.
ინტერნეტ-ზარის მომსახურების ზოგიერთი მომწოდებელი უფასო ინტერნეტ-
ზარების საშუალებას იძლევა. ხელმისაწვდომობისა და დაკავშირების ფასების
გასაგებად მიმართეთ თქვენი ინტერნეტ-ზარების მომსახურების
მომწოდებელს.
VoIP ან სხვა სერვისების გამოყენება შეიძლება შეზღუდული იყოს ზოგიერთ
ქვეყანაში. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენი აპარატის
მოვაჭრეს, მომსახურების მომწოდებელს, ან ადგილობრივ ოფიციალურ
უწყებას.
ნტერნეტ-ზარების განსახორციელებლად ან მისაღებად უნდა იყოთ WLAN-ის
დაფარვის ზონაში და უნდა იყოთ შესული ინტერნეტ-ზარების სერვისში.