Nokia X3 02 - იზრუნეთ თქვენს აპარატზე

background image

იზრუნეთ თქვენს აპარატზე
იზრუნეთ თქვენი აპარატის, კვების ელემენტის, დამტენის და აქსესუარის მოვლაზე. შემდეგი რჩევები

დაგეხმარებათ საგარანტიო პირობების დაცვაში.

არ დაასველოთ მოწყობილობა. ატმოსფერული ნალექი, სინესტე და ყველა სახის სითხე თუ ნესტი შეიძლება

შეიცავდეს მინერალებს, რომლებიც იწვევს ელექტროსქემების დაჟანგვას. თუ მოწყობილობა დაგისველდათ,

მოხსენით კვების ელემენტი და გააშრეთ.

არ შეინახოთ მოწყობილობა დაბალ ტემპერატურებზე.

არ შეეცადოთ გახსნათ მოწყობილობა, მომხმარებლის სახელმძღვანელოში მოცემული ინსტრუქციის

დაუცველად.

ნებადაურთავი მოდიფიკაციების გამოყენებით შეიძლება დაზიანდეს მოწყობილობა და დაირღვეს

რადიომოწყობილობების გამოყენების შესახებ დებულებები.

არ დააგდოთ, არ დაარტყათ და არ შეანჯღრიოთ მოწყობილობა.

ამ მოწყობილობის ზედაპირის გასაწმენდად გამოიყენეთ მხოლოდ რბილი, სუფთა, მშრალი ნაჭერი.

ოპტიმალური მუშაობისთვის აპარატი დროდადრო გამორთეთ და ამოიღეთ კვების ელემენტი.

მოწყობილობა მოარიდეთ მაგნიტსა და მაგნიტურ ველებს.

თუ გსურთ თქვენთვის მნიშვნელოვანი მონაცემები უსაფრთხოდ შეინახოთ, ჩაწერეთ ისინი მინიმუმ ორ

განსხვავებულ ადგილზე, მაგალითად, აპარატში, მეხსიერების ბარათზე ან კომპიუტერში, ან ჩაინიშნეთ

მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ხანგრძლივი მუშაობის განმავლობაში აპარატი შეიძლება გათბეს. უმეტეს შემთხვევებში ეს მდგომარეობა

ნორმალურია. თუ ეჭვობთ რომ აპარატი არ მუშაობს გამართულად, წაიღეთ იგი უახლოეს ოფიციალური

მომსახურების პუნქტში.