
მეხსიერების ბარათის ჩადება და ამოღება
მხოლოდ Nokia-ს მიერ ნებადართული თავსებადი მეხსიერების ბარათი
გამოიყენეთ ამ მოწყობილობისთვის. არათავსებადმა ბარათმა შეიძლება
დააზიანოს როგორც მეხსიერების ბარათი, ისე აპარატი და შეიძლება დაზიანდეს
ბარათზე შენახული მონაცემები.
თქვენი აპარატისთვის გათვალისწინებულია მეხსიერების ბარათები, რომელთა
მაქსიმალური ტევადობაა 32 გბ.
მეხსიერების ბარათის ჩადება
1 მოხსენით უკანა სარქველი.
2 დარწმუნდით, რომ ბარათის საკონტაქტო ზედაპირი იყურება ქვემოთ.
მიაწექით ბარათს შიგნითკენ, სანამ გაიგონებთ დაწკაპუნებას.
3 ისევ დააფარეთ უკანა სარქველი.
დასაწყისი
9

მეხსიერების ბარათის ამოღება
მნიშვნელოვანია: არ ამოიღოთ მეხსიერების ბარათი, როდესაც მას იყენებს
პროგრამა. ამან შეიძლება დააზიანოს როგორც მეხსიერების ბარათი, ისე აპარატი
და შეიძლება დაზიანდეს ბარათზე შენახული მონაცემები.
შეგიძლიათ ამოიღოთ და ჩადოთ მეხსიერების ბარათი აპარატის გამოურთავად.
1 მოხსენით უკანა სარქველი.
2 მიაწექით ბარათს შიგნითკენ, სანამ გაიგონებთ დაწკაპუნებას და ამოიღეთ
ბარათი.
3 ისევ დააფარეთ უკანა სარქველი.