სურათის ან სხვა მასალის გაგზავნა სხვა მოწყობილობაზე
Bluetooth–ის გამოყენებით გაგზავნეთ თქვენს მიერ შექმნილი სავიზიტო
ბარათები, კალენდრის ჩანაწერები, სურათები, ვიდეოები და სხვა თქვენს
კომპიუტერში და თქვენი მეგობრების თავსებად მოწყობილობებში.
1 აირჩიეთ გასაგზავნი ელემენტი.
2 აირჩიეთ
ოფციები
>
გაგზავნა
>
Bluetooth-ით
.
დაკავშირება
39
3 აირჩიეთ აპარატი დასაკავშირებლად. თუ სასურველი მოწყობილობა არ
ჩანს, მის მოსაძებნად აირჩიეთ
ახალი ძებნა
. გამოჩნდება ზონაში მყოფი
Bluetooth მოწყობილობები.
4 თუ სხვა მოწყობილობას სჭირდება პაროლ–კოდი, ჩაწერეთ პაროლ–კოდი.
პაროლ–კოდი, რომელიც თავად შეგიძლიათ შეადგინოთ, უნდა ჩაწეროთ
ორივე მოწყობილობაში. ზოგიერთ მოწყობილობაში პაროლ–კოდი
ფიქსირებულია. დეტალებისთვის იხილეთ მოწყობილობის მომხმარებლის
სახელმძღვანელო.
პაროლ–კოდი ძალაშია მხოლოდ მიმდინარე კავშირისთვის.